ბედის ირონიაა, როცა ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, აინიცირებს ზუსტად იმავე სულისკვეთებისა და შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და ამას არქმევს დემოკრატიის დაცვის აქტს – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკომისის მიერ წარდგენილ “დემოკრატიის დაცვის პაკეტს” ეხმაურება, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ევროკავშირი აინიცირებს ზუსტად იმავე სულისკვეთებისა და შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და ამას არქმევს დემოკრატიის დაცვის აქტს.
“ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ხანდახან ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ზოგიერთი ორგანიზაცია და ქვეყანაც კი თავის თავს აღიქვამს იუპიტერად, ქართველ ხალხს კი აღიქვამს ხარად. ბედის ირონიაა, როცა ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა აინიცირებს ასეთ კანონებს, მათ შორის ევროკავშირი, აინიცირებს ზუსტად იმავე სულისკვეთებისა და შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და ამას არქმევს დემოკრატიის დაცვის აქტს.
ევროკავშირი აინიცირებს ზუსტად იმავე სულისკვეთებისა და შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და ამას არქმევს დემოკრატიის დაცვის აქტს.
ჩვენთან მაშინ, ზუსტად უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ლიდერობით, პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციელს ცეცხლი წაუკიდეს, ამტვრევდნენ მანქანებს ევროპისა და დემოკრატიის სახელით. ზუსტად ის ორგანიზაციები, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესებში მოქმედებდა. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით, ეს თემა შემობრუნდება და აქეთ მოგვთხოვენ, რომ ასეთი კანონი მივიღოთ იმის ფონზე, როდესაც ბევრი უცხოელი აქტორი მარტში პირდაპირ დეზინფორმაციულ შტურმზე იყო საქართველოს წინააღმდეგ,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი