ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბახმაროში დღეს ტრადიციული დოღი გაიმართება

ფერისცვალების დღეს ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართება. მასში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ.
ტრადიციული დოღი ბახმაროში თითქმის საუკუნეს ითვლის და საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, რომლის მიზანიც ბახმაროს პოპულარიზაცია და სპორტის განვითარებაა.
ვინ დაეუფლება ბახმაროს თასს – ეს დღის მეორე ნახევრიდან გახდება ცნობილი. გამარჯვებულისთვის დაწესებულია ფულადი პრიზი.
ბახმაროში სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებზე იწვევენ. დაგეგმილია საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების, გურული მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, იგეგმება კონცერტები. საღამო ბახმაროში ფეიერვერკით და ელექტრონული მუსიკით დასრულდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.