ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაჩო ოდიშარია: რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა, სწორედ იმ პუტინთან, ვისაც...

ბაჩო ოდიშარია: რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა, სწორედ იმ პუტინთან, ვისაც...

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია, თურქმენეთში ირაკლი კობახიძის ვიზიტთან დაკავშირებით, გაჟღერებულ კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერმა ეროვნული ინტერესი სწორედ იმ პუტინთან დაიცვა, „ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი“.

ოდიშარია მშვიდობის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობას აუცილებლობად თვლის და წერს, რომ ირაკლი კობახიძემ ღიად დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.
„თურქმენეთში, მშვიდობის ფორუმზე საქართველოს მონაწილეობა, განსაკუთრებით, როდესაც მთელი რეგიონის ლიდერები იქ არიან შეკრებილნი, არამხოლოდ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ, ღიად დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანდასწრებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ვისთვისაც ცრუ პატრიოტიზმი და ფეისბუქიდან თუ რუსთაველის გამზირიდან „პუტინ ხუილოს“ ძახილი არის გმირობა, რასაკვირველია ისტერიკაში არიან, რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა, სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი.“-წერს ოდიშარია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.