ბაჩო ოდიშარია: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია

ბაჩო ოდიშარია:
ისტერიკის ახალი ტალღა დაიმართეს ნაცებმა და ლიბერალებმა: ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად როგორ გამოსახეთ დამოუკიდებლობის დღის მისალოც ბარათზეო. ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი და 1991 წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიისგან გათავისუფლებული საქართველო, გარე ძალების მიერ მართული სისხლისმსმელი აგენტურის კლანჭებიდან იხსნა. ამიტომ გასაგებია ნაცების და ლიბერალების ისტერიკა — მათთვის ხომ ის მათივე ძალადობრივი რეჟიმისგან გათავისუფლების სიმბოლოა; შესბაამისად, გიჟდებიან, როგორც ვამპირები ჯვრის დანახვაზე.
გილოცავთ იმპერიებისგან, რეჟიმებისგან და აგენტურისგან თავისუფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია