ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერზე – ძალიან მრცხვენია, ძალიან „მიტყდება“, რომ არაფერში ვიყავი ჩართული და სამზარეულოდან ვადევნებდი თვალს – რაც შეეხება დაკავებას, რატომ უნდა გამოვრიცხო?

რატომ უნდა გამოვრიცხო,- ასე უპასუხა შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მის დაკავებას.
ახალაიას თქმით, მას, როგორც საქართველოს პატრიოტს, რცხვენია, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე არ იყო.
„ძალიან მრცხვენია, ძალიან, ძალიან „მიტყდება“, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმეს ორგანიზება სჭირდებოდა? მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა. მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. კიდევ უფრო ქაქუცას დროინდელი – ეს იყო მართლა საოცრება, პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებმა გაბედეს, გააკეთეს, მაგრამ დამარცხდნენ იმ ბრძოლაში“, – განაცხადა ბაჩო ახალაიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)