ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ახალაიას დახურული სხდომების გახსნისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი განცხადება ნადარეიშვილმა პროცესის დაწყებამდე გააკეთა. მან ასევე ისაუბრა ახალაიას წინააღმდეგ დაწყებულ ახალ გამოძიებაზე, რომელიც „დამხობის მოწოდებას გულისხმობს”.

„ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, ბრალი არ წაუყენებიათ და ვერც წაუყენებენ, რადგან ეს იყო ადამიანების დაშინების მცდელობა. ის მუხლი, 317-ე რითაც გამოძიება დაიწყეს, ამბობს, რომ მოწოდება საჯარო უნდა იყოს და სახელმწიფო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, არანაირი მოწმე არ ჰყავთ, არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ, ალბათ, დავლურს ჩამოუვლიან, ან კალინკას იცეკვებენ პროკურორი და მოსამართლე. მოვუწოდებ კობახიძეს პროცესი ღია და საჯარო გახადოს”,- აცხადებს ახალაია.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

პროცესს ესწრება ბაჩო ახალაია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან