არქივი10 ოქტომბერი, 2025, 16:40
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ნადარეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში“, - წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.