ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაჩო ახალაიას დაკავება რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი – ძალიან პრიმიტიულად მოქმედებდნენ შეთქმულები, არაა გამორიცხული, კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს

ბაჩო ახალაიას დაკავება რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი – ძალიან პრიმიტიულად მოქმედებდნენ შეთქმულები, არაა გამორიცხული, კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ახალაიას დაკავება მხოლოდ დროის ამბავი იყო.
მისი განცხადებით, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობის მონაწილეები, პრიმიტიულად მოქმედებდნენ და არ არის გამორიცხული, კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს.
“ბაჩო ახალაიას დაკავება რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, ვფიქრობ ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი. ძალიან პრიმიტიულად და რომ იტყვიან, ნაჯახისებრ მოქმედებდნენ შეთქმულები. არაა გამორიცხული, რომ კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს. დარწმუნებული ვარ შიშით ელოდებიან ამ მომენტს.
ზოგიერთს ხომ ამბოხის ტალღაზე “თეთრი ცხენით” სურდა ცოტა ხნის წინ დატოვებულ პრეზიდენტის რეზიდენციაში დაბრუნება,” – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.