ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ბაჩო ახალაიას არ ვიცნობ” – სასამართლოში კახა კვეკვესკირი იკითხება

“ბაჩო ახალაიას არ ვიცნობ” – სასამართლოში კახა კვეკვესკირი იკითხება

4 ოქტომბრის საქმე – ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირი იკითხება.
როგორც კვეკვესკირმა სხდომაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მას აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია, ამბობს რომ ვერც მოწმედ გამოდგება, ამიტომაც მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე.
არანაირ ორგანიზაციულ საკითხებში ჩართული არ ვყოფილვარ. ბაჩო ახალაის თაოაბზე არაფერი ვიცი, არ ვიცნობ, დანარჩენი ოფისში თუ ვყოფილვარ ერთი-ორჯერ. ვერ გამოვდგები მოწმედ იმიტომ, რომ არაფერი არ ვიცი”- ამბობს კვეკვესკირი.
აღნიშნული საქმის ფარგლებში, რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს სასამართლოში ნადიმ ხმალაძის გამოკითხვაც. ხმალაძე აცხადებს, რომ ორგანიზაციულ საკითხებში ჩართული არ ყოფილა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.