ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს – ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი

ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს – ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი
ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძე განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც ბაჩიაშვილის ოჯახის მიერ დასავლურ მედიაში დაკვეთილ სტატიებს ეხება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი.
„ესეც მიღებული პრაქტიკაა. ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული. ისინი ცდილობენ, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდნენ ფონს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო და ვერც საზოგადოებისთვის ვერ იქნება საინტერესო. ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და ჩართულები არიან იმ პროცესებში, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს