პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაშკირეთში აქტივისტის მხარდამჭერი აქცია ისევ დაკავებებით დასრულდა

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა ეკოაქტივისტ ფაილ ალსინოვის მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც "სიძულვილის გაღვივების" ბრალდებით 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. წინასწარი მონაცემებით, 7 პირია დაკავებული.
SOTAvision-ისა და RusNews-ის შეფასებით, სულ მცირე ორი ათასი ადამიანი შეიკრიბა უფაში (დედაქალაქი) მთავარ მოედანზე. ისინი ცეკვავდნენ და ბაშკირულ სიმღერებს მღეროდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ მოქალაქეების დაშლა და დაკავება დაიწყო.
არეულობა ბაშკირეთში 2 დღის წინ დაიწყო, განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოსთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის იყო შეტაკებები. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს 17.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.