არქივი14 ივლისი, 2025, 11:39
ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო

დღეს, 14 ივლისს, ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები 21 ივლისის ჩათვლით შეძლებენ რეგისტრაციას.
რეგისტრაციისთვის საჭიროა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ზე შესვლა, სადაც აპლიკანტმა უნდა შეავსოს განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
2025-2026 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც 21 ივლისს დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.