არქივი21 ივნისი, 2024, 10:08
ბაღდათში სტიქიამ პრობლემები შექმნა
ბაღდათში სტიქიამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა, ასევე დაზიანებულია სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.
ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.