ბაქსვუდის სკოლა აქციაზე პოლიციელების ბაქსვუდის სკოლის ლოგოს მქონე მიკროავტობუსით გამოჩენაზე განცხადებას ავრცელებს

ბაქსვუდის სკოლა აქციაზე პოლიციელების ბაქსვუდის სკოლის ლოგოს მქონე მიკროავტობუსით გამოჩენაზე განცხადებას ავრცელებს
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მარჯანიშვილზე აქციაზე პოლიციელების ბაქსვუდის სკოლის ლოგოს მქონე მიკროავტობუსით გამოჩენაზე პირელ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ავტორების თქმით, „აღნიშნული მიკროავტობუსი არ წარმოადგენს ბაქსვუდის სკოლის საკუთრებას და არც მძღოლია ბაქსვუდის სკოლის თანამშრომელი”.
სკოლის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ “სკოლის ტრანსპორტირების სერვისის მცირე ნაწილი ორგანიზებულია სხვა სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ ქირაობს მძღოლებსა და მიკროავტობუსებს საკუთარი ავტომანქანებით”.
ლოგოს განთავსება ტრანსპორტზე განპირობებულია მხოლოდ სკოლის უსაფრთხოების სტანდარტებითა და ბასლაინზე დაშვების წესებით და არ ნიშნავს იმას, რომ მოცემული კონკრეტული მიკროავტობუსი სკოლის საკუთრებაა ან სკოლა რაიმე ფორმით ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბაქსვუდის სკოლა აცხადებს, რომ არ ყოფილა ინფორმირებული და არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ტრანსპორტირების ორგანიზებაში.
„ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ საზოგადოებრივ ინტერესს და პასუხისმგებლობით ვუდგებით გავრცელებულ კითხვებს“, – აცხადებს ბაქსვუდის სკოლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“