ბაქოში უთანხმოების ფონზე გაიხსნა კლიმატის ცვლილების გაეროს კონფერენცია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 11 ნოემბერს გაიხსნა კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს 29-ე კონფერენცია (COP29), იმედით, რომ გლობალურ ბრძოლაში გარკვეული პროგრესი გამოიკვეთება - თუმცა ღონისძიების გახსნიდან მალევე უთანხმოება გამოიწვია შეხვედრის პროგრამამ.
რამდენიმე მედიასაშუალების თანახმად, წინაღობა შეიქმნა მაშინ, როცა რამდენიმე ქვეყანამ მოისურვა უფრო მნიშვნელოვანი აქცენტი დასმულიყო წინსვლაზე წიაღისეული საწვავისგან ჩამოშორების პროცესში, ხოლო სხვებს - ძირითადად ნავთობისა და გაზის მაწარმოებელ სახელმწიფოებს - უნდოდათ მოლაპარაკება შემოფარგლულიყო შარშანდელ კონფერენციაზე მიღებული შეთანხმებითა და ფინანსური საკითხებით.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.