ბაქოში, კლიმატის სამიტზე, პოლონეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკოს გამო, ერთობლივ ფოტოზე უარი თქვა

ბაქოში კლიმატის სამიტზე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სამიტის მონაწილეებთან ერთად ფოტოს გადაღებაზე, ბელარუსის ავტორიტარული ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს იქ ყოფნის გამო, უარი თქვა.

“ეს იყო პრეზიდენტის გააზრებული გადაწყვეტილება, “ოჯახური ფოტო” (Family Photo – ერთობლივი სამახსოვრო ფოტო) ოჯახური ფოტოა, პრეზიდენტს არ სურდა  ლუკაშენკოსთან საერთო ფოტო ჰქონოდა,” – განუცხადა Polsat TV-ს პოლონეთის ლიდერის დელეგაციის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ლუკაშენკოს გვერდით უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი  სადირ  ჯაფაროვი და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი დგანან.

კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენცია 11 ნოემბერს ბაქოში გაიხსნა. ორგანიზატორების ინფორმაციით, სამიტს 200 ქვეყნიდან თითქმის 67 ათასი ადამიანი ესწრება. სამიტში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს -ის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და მრავალი სხვა ქვეყნის ლიდერებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია