პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაქოში ილჰამ ალიევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს, – ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
რუსული მედია წერს, რომ პუტინი და ალიევი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის “ურთიერთობების ნორმალიზების” საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, რუსული მედიის ცნობით, საუბარი შეეხება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებასა და საერთაშორისო პრობლემებს”.
პუტინის ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს, 19 აგვისტოს დასრულდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.