ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაქოს საფონდო ბირჟაზე SOCAR-მა "მწვანე ობლიგაციები" განათავსა

ბაქოს საფონდო ბირჟაზე SOCAR-მა "მწვანე ობლიგაციები" განათავსა

SOCAR Tower-ში ღონისძიება SOCAR ის "მწვანე ობლიგაციების" ბაქოს საფონდო ბირჟაზე (BSE) განთავსების აღსანიშნავად გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, SOCAR-ის ზედამხედველთა საბჭოს თავმჯდომარე მიკაილ ჯაბბაროვი, SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი, ასევე BSE-ის, NDC-ის, ბანკების, სადაზღვევო და საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
მომხსენებლებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის სტრატეგიულ მიზნებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ქვეყანა ამ მიმართულებით დგამს, გლობალურად მზარდი განახლებადი ენერგიის მოთხოვნისა და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ მზარდი მნიშვნელობის ფონზე. აღინიშნა SOCAR-ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განახლებადი ენერგიის მიმართულებით და განსაკუთრებით გაესვა ხაზი "მწვანე ობლიგაციების" მნიშვნელობას შიდა კაპიტალის ბაზარზე ინოვაციებისა და ეფექტიანობის წახალისებაში, კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.