ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაფეტი Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან წლის ბოლოს გადადგება

ბაფეტი Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან წლის ბოლოს გადადგება

ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway Inc.-მა 2025 წლის პირველ კვარტალში ოპერაციული მოგება 14%-ით, ხოლო წმინდა მოგება 2.8-ჯერ შეამცირა.
94 წლის ბაფეტმა, რომელიც Berkshire-ს ექვსი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგება. მას გრეგ აბელი შეცვლის, რომელიც კომპანიის ყველა არასადაზღვევო ბიზნესზეა პასუხისმგებელი.
Berkshire-მა განაცხადა, რომ იანვარ-მარტში მისი წმინდა შემოსავალი 4.6 მილიარდ დოლარამდე, ანუ A კლასის აქციაზე 3,200 დოლარამდე შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 12.7 მილიარდ დოლარს, ანუ აქციაზე 8,825 დოლარს შეადგენდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.