ბატონ მილერს საქართველოს მთავრობის კრიტიკისას ავიწყდება, რომ საუბრობს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის მიერ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებაზე

ბატონ მილერს საქართველოს მთავრობის კრიტიკისას ავიწყდება, რომ საუბრობს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის მიერ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებაზე
ბატონმა მილერმა უნდა ახსნას განსაკუთრებით ბოლო დროს, კონკრეტულად თუ რაში გამოიხატება „ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა,“ სტრატეგიულ პარტნიორთან სამხედრო სწავლებების გაურკვეველი დროით გადადება-გაუქმებაში თუ იმ არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალე დაფინანსებაში, რომლებსაც საქართველოში არადემოკრატიული გზით, რევოლუციითა და გადატრიალებით ხელისუფლების დამხობა სურთ, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის თქმით, მეთიუ მილერს საქართველოს მთავრობის კრიტიკისას ავიწყდება, რომ საუბრობს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მიერ დემოკრატიული გაზით არჩეულ ხელისუფლებაზე და რა გზას აირჩევს უცხო ქვეყნის მთავრობა და მისი მოსახლეობა ეს მათი კონსტიტუციური და სუვერენული უფლებაა.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ -ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი თავის განცხადებებით კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და შემდეგს აცხადებს, „ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას – საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია.“ როგორც ჩანს, ბატონ მილერს ტრადიციულად ვიღაც მოსყიდული და მიკერძოებულ ჟურნალისტი უსვამს კითხვას და მან არ იცის რა თქვას და ისევ არაერთხელ ნათქვამ სიყალბეს იმეორებს. ბატონმა მილერმა უნდა ახსნას განსაკუთრებით ბოლო დროს, კონკრეტულად თუ რაში გამოიხატება „ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა,“ სტრატეგიულ პარტნიორთან სამხედრო სწავლებების გაურკვეველი დროით გადადება-გაუქმებაში თუ იმ არასამთავრობო სექტორის გაუმჭვირვალე დაფინანსებაში, რომლებსაც საქართველოში არადემოკრატიული გზით, რევოლუციითა და გადატრიალებით ხელისუფლების დამხობა სურთ. რაც შეეხება მის მიერ საქართველოს მთავრობის კრიტიკას, რომელმაც მისი აზრით თურმე „სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია,“ ბატონ მილერს ავიწყდება, რომ საუბრობს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მიერ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებაზე, ხოლო რა გზას აირჩევს უცხო ქვეყნის მთავრობა და მისი მოსახლეობა ეს მათი კონსტიტუციური და სუვერენული უფლებაა, რის გაძლიერებას ამ ქვეყანაში მეთიუ მილერის ნაირი პოლიტიკოსების სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უხეშმა მცდელობა უფრო ემსახურება. დიახ, ჩვენ გვინდა -სთან, ევროკავშირთან თუ ცალკეულ ქვეყნებთან თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული მეგობრობაც და პარტნიორობაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შანტაჟის, ზეწოლის, კარნახისა და უხეში მითითებების გარეშე, ამისთვის კი ჩვენი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი სწორედაც, რომ საუკეთესო გზად მიმაჩნია“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
Next: “ქართული ოცნება” დღემდე დაუმარცხებელი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ვერ დაიმორჩილა ვერც შიდა და გარე აქტორებმა, ძალა, რომელსაც არ ეშინია პოლიტიკაში ეროვნულ ინტერესებზე მორგებული ღია პოლიტიკური თამაშის

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ