არქივი13 დეკემბერი, 2024, 22:26
“ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის… ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია” – ზურაბიშვილი მაკრონს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ვიდეომიმართვაში გაჟღერებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის. ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია, რომელმაც “ქართული ოცნების” ლიდერებს არ მისცა მანდატი, რომ ამ არჩევანს გადაუხვიონ! გმადლობთ, ქართველი ხალხი არ შეშინდება!” – წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.