ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ბარსელონა" სამ გარემარბს აკვირდება, კვარაცხელია კი ფავორიტია" - რას წერს Mundo Deportivo შესაძლო ტრანსფერზე?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონა" მარცხენა გარემარბის შეძენას ეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლაუგრანასთან" დაახლოებული გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიელები ამ პოზიციაზე სამ კანდიდატურას განიხილავენ, ერთ-ერთი კი "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, "ბარსა" გაბრიელ მარტინელის შეძენითაა დაინტერესებული, თუმცა "არსენალი" მის გასხვისებას არ გეგმავს და ლონდონური კლუბის დატოვების სურვილს არც თავად ბრაზილიელი გამოთქვამს. ამიტომ მათთვის უფრო მარტივი "ნაპოლის" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა იქნება. ქართველმა წარსულში განაცხადა, რომ "რეალში" ან "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს.
მესამე ვარიანტი კი ნიკო
ვილიამსია, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკის" ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას გარემოცვას ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა "კვარას" აგენტმა ითხოვა, რომ მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ გამართულიყო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.