"ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ლა ლიგის ოცდამეათე ტურში „მალიორკამ“ სახლში „რეალს“ 2:1 მოუგო, “ბარსელონამ“ კი სტუმრად „ატლეტიკო“ დაამარცხა (2:1), რომელიც ნიკოლას გონსალესის გაძევების გამო მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა.
„ლიდერი“ 76 ქულით „ბარსელონაა“, მეორე ადგილზე 69 ქულით „რეალია“, 58 ქულით მესამეზე „ვილიარეალია“, 57-ით კი მეოთხეზე „ატლეტიკო“. „ვილიარეალს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული - 6 აპრილს გასვლაზე „ჟირონას“ დაუპირისპირდება.
მალიორკა. „სონ მოიში“
მალიორკა - რეალი 2:1
გოლები: 1:0 მორლანესი (41), 1:1 მილიტაო (88), 2:1 მურიკი (90+1)
მადრიდი.“მეტროპოლიტანო“
ატლეტიკო - ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 სიმეონე (39), 1:1 რაშფორდი (42), 1:2 ლევანდოვსკი (87)
გაძევება: გონსალესი (45+7, ატლეტიკო)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.