ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ბარსელონა" აუცილებლად დაბრუნდება" - რა განაცხადა ხავიმ სუპერთასის ფინალში მარცხის შემდეგ

ესპანეთის სუპერფინალში "ბარსელონას" 1:4 მარცხის შემდეგ, "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და "ბარსას" გულშემატკივრებს მოუბოდიშა.
"საშინლად ვითამაშეთ, მეტოქემ კონტრშეტევებზე თამაშისას პრობლემები შეგვიქმნა. ვერაფერი გავაკეთეთ, მომავალში კი ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ, რადგან ასეთი თამაშით ტიტულს ვერ მოიგებ, გულშემატკივარს კი ბოდიშს ვუხდი, "ბარსელონა" აუცილებლად დაბრუნდება", - განაცხადა ხავიმ.
შეგახსენებთ, მადრიდის "რეალმა" აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეცამეტედ მოიგო.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.