ბარსელონაში კულინარიული დიპლომატიის ფარგლებში ღონისძიება “Dia Gastronomico Georgiano” გაიმართა

ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, კულინარიული დიპლომატიის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება “Dia Gastronomico Georgiano”, რომელიც სპეციალურად ბარსელონაში აკრედიტებული საკონსულო კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთათვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობისთვის შედგა.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართველი შეფმზარეულის მიერ, სპეციალურად აღნიშნული საღამოსთვის, მომზადებული ქართული კერძები და ღვინო, მათ შორის ქვევრის ღვინო.
ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული კერძების მასტერკლასი, სადაც მონაწილე სტუმრებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა მიეცათ მზარეულის დახმარებით თავადაც მოემზადებინათ ქართული კერძები.
“გენერალური საკონსულო მადლიერებას გამოხატავს ქალაქ ბარსელონაში არსებული ქართული რესტორნის “სუფრა” ხელმძღვანელობისა და თითოეული თანამშრომლის მიმართ, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ