ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბარსელონაში კატალონიის ორგზის ჩემპიონმა გიორგი გვაზავამ კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 2024 წლის 27 იანვარს, ქალაქ ბარსელონას „არენაზე“, გაიმართა საერთაშორისო შეჯიბრება კრივში სახელწოდებით „BCN Boxing Nights“. რომელიც მოიცავდა ორთაბრძოლებს როგორც ოლიმპიურ, ასევე პროფესიონალურ კრივში. ორგანიზატორების სპეციალური მოწვევით შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ბარსელონაში მოქმედ ქართული კრივის კლუბ „იბერია“-ს მოკრივემ, კატალონიის ორგზის ჩემპიონმა გიორგი გვაზავამ, რომელმაც კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„მოწვეული სტუმრების სტატუსით ღონისძიებას დაესწრო ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელი და უფროსი მრჩეველი ვახტანგ ბერაძე.
გენერალური საკონსულო მიესალმება კრივის კლუბ „იბერიას“ მორიგ წარმატებას და ულოცავს მოკრივე გიორგი გვაზავას, ასევე მის მწვრთნელებს ბერდია ლიპარტელიანსა და ირაკლი ქურასბედიანს აღნიშნულ გამარჯვებას:, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.