ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა კარატისტებმა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა კარატისტებმა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

News. ge ტურნირში მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელს, ნიკა ნავროზაშვილს დაუკავშირდა.

"21 თებერვალს, ბარსელონაში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი საკმაოდ რთული და დაძაბული იყო, თუმცა ქართველებმა ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს",  - გვითხრა ევროპის სამგზის,  wku ს მსოფლიო, ორგზის აზერბაიჯანის, ხუთგზის საქართველოსა და ექვსგზის კავკასიის ჩემპიონმა, ნიკა ნავროზაშვილმა.

News.ge: რა არის მთავარი კარატეს დაუფლებისათვის? 

ნიკა ნავროზაშვილი:  სულიერი სიმტკიცე! თავიდან, რა თქმა უნდა პირველი ნაბიჯები ძალიან მარტივია, მაგრამ აქტიური სპორტის თვალსაზრისით – რთულია. თუ ფიზიკურად და სულიერად მზად არ ხარ აიტანო ტკივილი, დაღლილობა რაც ვარჯიშის თანმდევია, მაშინ არაფერი გამოვა. კარატე ეს არის თავმდაბლობა. არ შეიძლება კარატისტი ვინმეს ჩაგრავდეს, ნამდვილი კარატისტი ქუჩაში არ ჩხუბობს. კარატე ეს საბრძოლო ხელოვნებაა! მნიშვნელოვანი ეს იცოდეს ყველა ბავშვმა, ვინც კარატეს შესწავლას მოინდომებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.