ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"ბარსელონას" კარის დარაჯს, მარკ ანდრე ტერ-შტეგენს, კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, ამის შესახებ ინფორმაციას TV3 ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ტერ შტეგენის გადაწყვეტილება გახდა, მან ლა ლიგის კომისიას, ტრავმის შესახებ ანგარიშის ხელმოწერაზე უარი უთხრა, რის გამოც "ბარსელონა" ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.
კლუბში მიიჩნევენ, რომ ტერ-შტეგენი ამას სპეციალურად აკეთებს, რადგან ფლიკზე ერთგვარი შურისძიება სურს, რადგან გერმანელმა სპეციალისტმა გამოცდილ მეკარეს პირველი ნომრის სტატუსი ჩამოართვა და მეორე მეკარედაც კი არ განიხილავს.
გარდა ამისა, ტერ-შტეგენი "ბლაუგრანას" დატოვებაზეც უარს აცხადებს.
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.