არქივი3 თებერვალი, 2025, 03:51
"ბარსადან" "ბარსამდე" - მამარდაშვილის "ვალენსიამ" "სელტას" მოუგო

ლა ლიგის ოცდამეორე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „სელტა“ 2:1 დაამარცხა.
„ღამურების“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.7, flashscore 6.4, whoscored 6.2.
„ვალენსია“ 19 ქულით მე-19 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 7 თებერვალს ჩაატარებს - თასის მეოთხედფინალში სახლში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, რომელთანაც პრიმერას გასულ ტურში 1:7 განადგურდა.
ვალენსია - სელტა 2:1
გოლები: 1:0 რიოხა (44), 1:1 დურანი (66), 2:1 გერა (68)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.