ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბარაქ ობამა ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნაზე - ვიცი, არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რომ სწორი იყო ამერიკისთვის

ვიცი, რომ ჯოს არასოდეს დაუხევია ბრძოლაში უკან, ვიცი, რომ ის არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რომ ეს სწორი იყო ამერიკისთვის, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას.
„ვიცი, რომ ჯოს არასოდეს დაუხევია ბრძოლაში უკან. ვიცი, ის არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რომ ეს სწორი იყო ამერიკისთვის. ეს არის ჯო ბაიდენის სამშობლოს სიყვარულის დადასტურება და ნამდვილი საჯარო მოხელის ისტორიული მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ აყენებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს საკუთარზე წინ”, - აცხადებს ობამა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები შეძლებენ შექმნან პროცესი, რომლის საშუალებითაც განსაკუთრებულ კანდიდატს მიიღებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.