ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბარამიძე: ვინც მისი გუნდის წევრები ვართ, მიშასგან საყვედური ყველას გვეკუთვნის

ვინც მისი გუნდის წევრები ვართ, მიშასგან საყვედური ყველას გვეკუთვნის. ის რომ საპატიმროშია, ეს ჩვენი ძალიან დიდი მინუსია. მე მრცხვენია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი კვლავ საპყრობილეშია. რა თქმა უნდა, მისი სტატუსი მოქმედებისკენ მოწოდებაა.
მიშა საქართველოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მოღალატეობრივი, რუსული რეჟიმისგან გათავისუფლდეს, რომელიც ცდილობს, 2 სკამზე იჯდეს. რიტორიკულად 2 სკამზე ჯდომას გვთავაზობენ, რეალურად კი რუსეთისკენ მივყავართ. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მთელი ქართული საზოგადოებისა და ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხყოფაა.
თქვა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ფორმულას ეთერში. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ის ქართველმა ხალხმა პატიმრობიდან ახლავე უნდა დაიხსნას.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.