ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაპტისტური თემი აღდგომას ზეიმობს

ბაპტისტური თემი აღდგომას ზეიმობს

საქართველოს ბაპტისტური თემი ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულს, მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს.
რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, საზეიმო მსახურება ბაპტისტურ ეკლესიაში საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ხუცესმა, ივანე გოგაშვილმა აღავლინა.
საზეიმო მსახურებას დაესწრნენ და ბაპტისტებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით დღესასწაული მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა დავით დავითაშვილმა და იურისტმა ალექსანდრე შეყილაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.