ბანკები ყველაფერს ბლოკავენ რაც ბიძინა ივანიშვილს და მის საქმეს შეეხება ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ 29 აპრილის შემდეგ გახდა ყველაფერი პრობლემური, რაც ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა

ბანკები ყველაფერს ბლოკავენ რაც ბიძინა ივანიშვილს და მის საქმეს შეეხება ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ 29 აპრილის შემდეგ გახდა ყველაფერი პრობლემური, რაც ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა
ექსპერტი ირაკლი ლატარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკთან, JULIUS BAER-თან დავას ეხმიანება.
ლატარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის იმ ინტერვიუს შემდეგ, სადაც ივანიშვილი საუბრობს, თუ როგორ ხდებოდა მისი შანტაჟის მცდელობები, იწყება მის აქტივებზე პრობლემების შექმნა.
„მერე მეტყვით, კარგი რა, რა შუაშია აქ ,,გლობალური ომის პარტიაო”? არა, მართალია, შუაში არა – თავშია..
მოკლედ რა ხდება ახლა ….
ბიძინა ივანიშვილს, როგორც რიგით კლიენტს ემსახურება რამდენიმე ბანკი..მათ შორის არის ,,ჯულიუს ბაერსი” – შვეიცარიაში. ჩვეულებრივად მიდის ყველაფერი, არანაირი პრობლემა, მოვიდა 29 აპრილი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი აძლევს ინტერვიუს ერთ – ერთ ტელევიზიას, სადაც საკმაოდ მკაფიოდ აფიქსირებს მის შეხედულებებს ამა თუ საკითხზე და ამავე დროს აკრიტიკებს ,,გლობალური ომის პარტიას”, უფრო სწორად ფაქტების კონსტატირებას ახდენს – გვახსენებს ყველას, თუ როგორ ხდებოდა მისი შანტაჟის მცდელობები…. !!!
გავიდა აღნიშნული ინტერვიუ და ჰოი საოცრებავ, სულ ,,შემთხვევით” მეორე დილიდან იწყება ივანიშვილის აქტივებზე პრობლემების შექმნა.. ანგარიშიდან გადარიცხვების გაჭიანურება, აქტივებზე წვდომის ნაწილობრივი შეზღუდვები და უამრავი რამ, რაც 29 აპრილამდე არასოდეს, არასოდეს განხორციელებულა!!!
ხო მართლა, სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია რომ იმავე ბანკმა დაბლოკა ეგ ხომ ცალკე მარაზმია? ბრალდებული ბაჩალიაშვილის თაობაზე ვგულისხმობ..არადა ნებისმიერი ბანკი ვალდებულია გასცეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, გამოძიების ფარგლებში!!!
მოკლედ, ეს ბანკები ყველაფერს ბლოკავენ რაც ბიძინა ივანიშვილს და მის საქმეს შეეხება ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა, მანამდე აბა რატომ უნდა დაებლოკათ? 29 აპრილის შემდეგ გახდა ყველაფერი პრობლემური (ოი საოცრებავ, დაემთხვა ალბათ“- წერს ირაკლი ლატარია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც