ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბანგლადეშის ხელისუფლებამ დედაქალაქ დაკაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განალაგა - არეულობის დროს დაღუპულთა რაოდენობამ ქვეყანაში 110-ს გადააჭარბა

ბანგლადეშის ხელისუფლებამ დედაქალაქ დაკაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განალაგა. ამასთან ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.
Reuters-ის ინფორმაციით, არეულობის დროს დაღუპულთა რაოდენობამ ქვეყანაში 110-ს გადააჭარბა. ამ დროისათვის მოვლენების ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ დაკაშია, სადაც ასობით სტუდენტმა ქუჩები გადაკეტა და პოლიციას დაუპირისპირდა. ბანგლადეშში უკვე რამდენიმე კვირაა, სამთავრობო სტრუქტურებში კვოტების სისტემას აპროტესტებენ.
პროტესტი ამ კვირაში გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 15 ივლისს დაკას უნივერსიტეტის კამპუსში დემონსტრანტებს, პოლიციასა და პროსამთავრობო სტუდენტ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
16 ივლისს, ექვსი ადამიანის დაღუპვის შემდეგ მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტების დახურვის ბრძანება გასცა და პოლიციამ მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.