ბანანის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - სად ვყიდულობთ და რამდენად

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბანანის იმპორტი წლიურად 13.7%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, წელს 11-თვეში იმპორტირებულია 39.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 47 476 ტონა ბანანი, რაც ისტორიული მაქსიმუმია (ცნობისთვის, საქსტატზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი). 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი ქვეყანაში 34.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 42 376 ტონა ბანანი შემოვიდა.
რაც შეეხება ფასს, გასულ წელს 1 კგ. ბანანის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 82 ცენტი ჯდებოდა, წელს კი ფასი მცირედით - 83 ცენტამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებული ბანანის 97.7% ეკვადორიდან შემოვიდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 5 ძირითადი სავაჭრო ბაზარი ასე გამოიყურებოდა:
· ეკვადორი - 38.7 მლნ აშშ დოლარის 46 447 ტონა;
· თურქეთი - 335 ათასი აშშ დოლარის 390 ტონა;
· აშშ - 173 ათასი აშშ დოლარის 215 ტონა;
· გერმანია - 118 ათასი აშშ დოლარის 111 ტონა;
· ეგვიპტე - 105 ათასი აშშ დოლარის 143 ტონა.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.