ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბალტიმორში გემის შეჯახების შედეგად ხიდი მთლიანად დაინგრა. მაშველები მდინარეში ჩავარდნილ ადამიანებს ეძებენ (ვიდეო)

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ფრანცის სკოტ კის სახელობის ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც 2.6 კილომეტრიანი ხიდი მთლიანად დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:30 საათზე მოხდა.
ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, შეჯახებისა და ნგრევის შედეგად მდინარეში შვიდი ადამიანი და უამრავი მანქანა ჩავარდა.
ბალტიმორის სამაშველო სამსახურის უფროსის, კევინ კატრაითის თქმით, ადგილზე მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიპოვოთ ხალხი. ჯერ ძალიან ადრეა იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად“, – აღნიშნა კატრაითმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.