ბალტიის ზღვაში, გერმანიის კუნძულ რიუგენთან მწყობრიდან გამოსული რუსული ტანკერი უსაფრთხოების მიზნით საბუქსირო გემებს აღმოსავლეთით გადაჰყავთ

ბალტიის ზღვაში, გერმანიის კუნძულ რიუგენთან მწყობრიდან გამოსული რუსული ტანკერი უსაფრთხოების მიზნით საბუქსირო გემებს აღმოსავლეთით გადაჰყავთ, – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის საზღვაო საგანგებო სიტუაციების ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
Deutsche Welle-ს ცნობით, ტანკერი Eventin-ი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედის და მის ბორტზე 99 000 ტონა ნავთობია.
რუსული ტანკერი მწყობრიდან გუშინ საღამოს გამოვიდა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო მანევრირებას ვერ ახერხებს.
გერმანული მხარის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს დაზიანებები არ აღენიშნება, გარემოს საფრთხე არ ემუქრება და ეკიპაჟის ევაკუაცია საჭირო არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ