არქივი2 ივლისი, 2025, 12:24
ბაკურიანში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე 6 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
„ადგილობრივი სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.