ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გამოცემა "ბორჯომი ტვ" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.