ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაიდენ-ზელენსკის მოლაპარაკებების წინ აშშ 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას

ბაიდენ-ზელენსკის მოლაპარაკებების წინ აშშ 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 26 სექტემბერს გამოაცხადა, რომ აშშ კიევს 8 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს ვაშინგტონში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.
ამ დროს რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე - კიევსა და აღმოსავლეთში თავდასხმებს.
„...აშშ უკრაინას გაუწევს მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება ამ ომის მოსაგებად“, - თქვა ბაიდენმა თავის განცხადებაში.
დახმარების პაკეტში პირველად შედის სისტემა, სახელწოდებით Joint Standoff Weapon - ზეზუსტი მართვადი ბომბი 130 კილომეტრამდე მოქმედების მანძილით, რომელსაც ავიაგამანადგურებლები გატყორცნიან, ასევე დამატებით ანტისაზენიტო Patriot-ის ტიპის სისტემა, Patriot-ის ტიპის ასობით რაკეტა და AMRAAM-ები (თანამედროვე საშუალო მანძილზე მოქმედების ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტები).
ბაიდენმა, რომელიც თანამდებობას იანვარში ტოვებს, თქვა, რომ ასევე გაფართოვდება აშშ-ში F-16-ის უკრაინელი პილოტების მომზადება, სხვათა შორის გაისად დამატებით 18 პილოტის გაწვრთნა.
აშშ უკრაინის უდიდესი მხარდამჭერია რუსეთთან ომში. თუმცა, უკრაინას აქვს შეზღუდვები, დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების მხრივ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.