ბაიდენს გუშინ ვუთხარი, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე - ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა დაარწმუნა ისრაელი, არ გაეფართოებინა სამხედრო აქტივობები.
„გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. მე ვაფასებ შეერთებული შტატების ურყევ პოზიციას გაერო-ს უშიშროების საბჭოზე. პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს საომარ ძალისხმევას. გუშინ ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. შეერთებულ შტატებს ეს ესმის. ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა, ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.