ბაიდენმა ფართო სანქციები დაუწესა რუსეთის ენერგეტიკის სექტორს

-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთის ნავთობის მაწარმოებელ ორ უმსხვილეს კომპანიას, გათხიერებული ბუნებრივი აირის მასშტაბურ პროექტს და 100-ზე მეტ ტანკერს “ჩრდილოვან ფლოტში” – რაც, -ის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის საწინააღმდეგო ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზომებია ამ დრომდე გატარებულებს შორის.
სანქციები თეთრმა სახლმა 10 იანვარს გამოაცხადა – რამდენიმე დღით ადრე, სანამ ბაიდენი ოფისს დატოვებდეს. სანქციების მიზანია კიდევ უფრო შეიკვეცოს რუსეთის შესაძლებლობა დააფინანსოს უკრაინაში შეჭრა. ნავთობი რუსეთისთვის მოგების ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა, მასზე მოდის ფედერალური ბიუჯეტის მესამედზე მეტი.
ახალი სანქციების სამიზნეებია Gazprom Neft-ი და Surgutneftegas-ი, ასევე 183 ხომალდი, რომლებსაც რუსეთის ნავთობი და ნავთობპროდუქტები უცხოეთის ბაზრებზე გააქვთ. ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთის ნავთობით “გაუმჭვირვალე” მოვაჭრეებსაც, და რუსეთის ენერგეტიკის სექტორის ათზე მეტ წამყვან თანამშრომელს.
აშშ-მა და ევროპამ რუსეთს მასშტაბური ფინანსური და ტექნოლოგიური სანქციები დაუწესეს 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ დღეებში, თუმცა შედარებით ფრთხილად მოეკიდნენ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის დასჯას, ენერგიის გლობალურ ფასებზე გავლენის მოხდენის ფაქტორის გამო.
ნავთობის და გაზის ფასები პირველ ეტაპზე მკვეთრად გაიზარდა, ბაზარზე შეფერხებების შესახებ შეშფოთების ფონზე – თუმცა რამდენიმე თვეში დაუბრუნდა ომის წინანდელ ნიშნულს. საიმისოდ, რომ რუსეთის ნავთობის დინება შენარჩუნებულიყო, მაგრამ მოსკოვის მოგება შეკვეცილიყო, აშშ-მა და ევროპამ 2022 წლის დეკემბერში დააწესეს ფასის უმაღლესი ნიშნული, 60 დოლარი რუსეთის ნავთობის ბარელზე და სანქციებით დაემუქრნენ ყველა გადაზიდვის კომპანიას, რომელიც ამ შეზღუდვას არ დაიცავდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა