ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.
ეს ორ ლიდერს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც გასული წლის 7 ნოემბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელში გაემგზავრა, ნეთანიაჰუს შეხვდა და ამერიკის მხარდაჭერა აღუთქვა.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე, რჩება ხარვეზები, მაგრამ „ახლა ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით“.
„ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს“, – თქვა კირბიმ.
ცნობილია, რომ იგივე საკითხს დააყენებს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ნეთანიაჰუსთან დღესვე დაგეგმილ შეხვედრაზე. ამ შეხვედრის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი, რადგან სწორედ ვიცე-პრეზიდენტი იყო პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გააკეთა.
მოგვიანებით, დაგეგმილია პრეზიდენტ ბაიდენისა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შეხვედრა, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ამერიკის მოქალაქეების ოჯახის წევრებთან შეხვედრა.
ღაზაში ომი, ოქტომბრის დასაწყისში, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით დაიწყო, რომელმაც 1 200 ადამიანი იმსხვერპლა, 250 ადამიანი კი დაატყვევეს, რომელთაგან 120, ამ დრომდე, ტყვეობაში რჩება. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მძევალთაგან ყოველი მესამე მკვდარია. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების კამპანიას, 39 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს