ბაიდენმა და შოლცმა შეიმუშავეს გეგმა, რათა ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე დაარწმუნონ – Bild

-მა და გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მიზნად დაისახა, მოლაპარაკების სტრატეგიულად კარგ პოზიციაში დააყენოს ფრონტის ამჟამინდელი ხაზიდან გამომდინარე და ამ პოზიციიდან უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება მოსკოვთან მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინული მედია Bild-ზე დაყრდნობით წერს.
როგორც Bild-ს გერმანიის სამთავრობო წრეების წყაროებმა განუცხადეს, ამ საკითხს კოორდინაციას თეთრი სახლი და შოლცის ოფისი უწევს.
ამასთან, ხაზგასმულია, რომ ვაშინგტონი და ბერლინი არ აპირებენ პირდაპირ მოუწოდონ უკრაინის პრეზიდენტს ს მოლაპარაკებების დაწყებისკენ.
გამოცემა, ასევე, აღნიშნავს, რომ გერმანულ-ამერიკული გეგმა შემდეგ მიზანს შეიცავს: კიევს მიაწოდოს ზუსტად ის იარაღი და ზუსტად იმ რაოდენობით, რაც უკრაინის არმიას ამჟამინდელი ფრონტის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შეძლებს.
„ზელენსკიმ უნდა გააცნობიეროს, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. ყოველგვარი გარე მოთხოვნის გარეშე, მან თავისი ნებით უნდა მიმართოს თავის ერს და აუხსნას, რომ [რუსეთთან] მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს“, – განუცხადა Bild-ს წყარომ გერმანიის მთავრობაში.

ასევე დაგაინტერესებთ