ბაიდენი შოლცს უმასპინძლებს, უკრაინის დაფინანსების შესახებ შეშფოთების ფონზე

-ის პრეზიდენტი 9 თებერვალს უმასპინძლებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. მოლაპარაკება გაიმართება იმ ფონზე, როცა ევროპაში მატულობს შეშფოთება თეთრი სახლის შესაძლებლობაზე, გაარღვიოს კონგრესში არსებული ჩიხი, რომელიც რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინისთვის ახალი დახმარების გამოყოფის საკითხზე შეიქმნა.
შოლცი ვაშინგტონში ჩავიდა იმ მიზნით, რომ ხაზი გაუსვას ბაიდენის მხრიდან უკვე გაზიარებულ არგუმენტს – რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება დააზიანებს დასავლეთს და მის მოკავშირეებს. შოლცი ასევე ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ გერმანია განაგრძობს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გამოყოფას, თავისი საბიუჯეტო შეზღუდვების მიუხედავად.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ