ბაიდენი: ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს მძევლების გასათავისუფლებელი შეთანხმების მისაღწევად

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ახლოსაა საბოლოო წინადადების წარდგენასთან იმ შეთანხმებისთვის, რომლითაც უნდა გათავისუფლდნენ -ისა და ევროკავშირის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ ღაზაში მძევლად აყვანილი პირები – თუმცა, ბაიდენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, საკარისს არ აკეთებს ამ შეთანხმების მისაღწევად.
ბაიდენის განცხადებამდე, გასულ შაბათ-კვირას ისრაელის ძალებმა ღაზის ერთ-ერთ გვირებში მიაგნეს ექვსი მძევლის – მათ შორის 23 წლის ამერიკელი ისრაელელის, ჰერში გოლდბერგ-პოლინის – ცხედრებს. ისრაელის არმიის განცხადებით, მძევლები ჰამასის ექსტრემისტებმა ახლახან დახოცეს.
კითხვას, გეგმავს თუ არა ამ კვირაში წარუდგინოს მძევლების შესახებ საბოლოო შეთანხმება ორივე მხარეს, ბაიდენმა უპასუხა – “ამასთან ძალიან ახლოს ვართ”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”