ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაიდენი: კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა თქვა - „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო“, თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ

თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი „რესპუბლიკურ პარტიას“ მიმართავს და მოუწოდებს „თავიანთი საქმე გააკეთონ“.

„პუტინის ერთგული ადამიანები მოსკოვში ზეიმობდნენ, როცა რესპუბლიკელებმა ხმა მისცეს უკრაინის დახმარების დაბლოკვას გასულ კვირას. კრემლის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა სიტყვასიტყვით თქვა: „ყოჩაღ, რესპუბლიკელებო!“ თუ რუსი პროპაგანდისტები გილოცავენ, შეიძლება, დროა გადახედოთ, რას აკეთებთ”,- წერს ბაიდენი X-ზე.

ამასთან, პრეზიდენტმა ბაიდენმა „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარება დაამტკიცონ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.