ბაიდენი ისრაელს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ღაზის ჰუმანიტარული დახმარება ვაჭრობის საგნად

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 მარტს ისრაელი გააფრთხილა, რომ არ შეიძლება ჰუმანიტარული დახმარების “ვაჭრობის საგნად” გამოყენება ომში ჰამასთან, რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
ბაიდენი ასევე გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს დროებითი ზავი ღაზაში, სადაც საკვების დეფიციტი შიმშილს იწვევს.
ღაზაში უკვე ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე ომის შესახებ ამ განცხადებებით ბაიდენი გამოვიდა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვისას. მან აშშ-ის არმიას დაავალა უხელმძღვანელოს “სასწრაფო მისიას”, ღაზაში უფრო მეტი დახმარების ჩატანის ხელშეწყობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება