ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს – ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში

ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს – ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში
ჯო ბაიდენის გეგმებსა და სიახლეებზე, რომელსაც ის კონკურენტ დონალდ ტრამპს საჯარო დებატებისათვის უმზადებს, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. როგორც ის აღნიშნავს, ბაიდენს კონკურენტისთვის გამანადგურებელი სიურპრიზი აქვს.
ქართველიშვილი წერს, რომ ბაიდენის გეგმა ერთმანეთთან სარკინიგზო ხაზით დააკავშიროს ანგოლა, კონგო, ზამბია და ეს უკანასკნელი ინდოეთის ოკეანეში შეიყვანოს, შეცვლის მსოფლიოს სატრანზიტო/სატრანსპორტო კონფიგურაციას.
„ჯო ბაიდენი აქტიურად ემზადება დონალდ ტრამპთან 27 ივნისის დებატებისთვის. მას კონკურენტისთვის გამანადგურებელი სიურპრიზი აქვს მომზადებული. ჯო ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს – ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში. ეს არის უპრეცედენტო და თამამი პროექტი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს სატრანზიტო/სატრანსპორტო კონფიგურაციას. ამ განაცხადის შემდეგ, ივნისის დებატებში ერთ-ერთი კანდიდატის შანსები საგრძნობლად გაუმჯობესდება…” – წერს დავით ქართველიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.