“ბაიდენი ამზადებს სავიზო შეზღუდვებს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის” – რაუფოღლუ

ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ლორა კელიზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეზღუდვების შესახებ შესაძლოა დღეს გამოაცხადოს.
“ბაიდენი ამზადებს სავიზო შეზღუდვებს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის, ქართული (რუსული) პარტია “ოცნების” მიერ გამოცხადებული გამარჯვების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის ფონზე. მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრატორმა დღეს გამოაცხადოს მთელი რიგი სამოგზაურო აკრძალვები საქართველოზე, ამ საკითხთან დაკავშირებით გათვითცნობიერებული ადამიანების თქმით, [სანქციები] მიზნად ისახავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან საარჩევნო პროცესის შელახვაზე, მათი ოჯახის წევრებთან ერთად,” – წერს ალექს რაუფოღლუ

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”